Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში პროფესორ იურგენ ბაზედოვის ხსოვნას მიეძღვნა და იურიდიული რეფორმებისა და კვლევის საკითხებზე დიალოგს შეუწყო ხელი

 

2025 წლის 30–31 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს გამოწვევები ევრო ინტეგრაციის გზაზე: სამართლის მეცნიერებების წვლილი“. აღნიშნული კონფერენცია რიგით მეხუთეა და ტრადიციულად ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ჰამბურგის მაკს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით.

 

კონფერენცია მიეძღვნა გამოჩენილი გერმანელი სამართალმცოდნის, პროფესორ, დოქტორ, პროფესორ იურგენ ბაზედოვის (Prof. Dr. Dr. h.c. mult. Jürgen Basedow) ხსოვნას, რომელიც თსუ-ს საპატიო დოქტორი და ჰამბურგის მაკს პლანკის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი იყო. პროფესორი ბაზედოვი მოულოდნელად გარდაიცვალა 2023 წელს. კონფერენციის დაწყებამდე, პროფესორ ბაზედოვის სურვილის შესაბამისად, ჰამბურგის მაკს პლანკის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს მის პირად ბიბლიოთეკაში შემავალი წიგნების ნაწილი.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იურისტებმა ათი ქვეყნიდან. შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიმართული ქვეყნების სამართლებრივი ჰარმონიზაციის პროცესის ანალიზი და შეფასება. მონაწილეებმა კონფერენციის ფარგლებში გააზიარეს საკუთარი გამოცდილება, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება  ევროკავშირის სამართლის ეროვნულ კანონმდებლობაში ინტეგრაციის პროცესში, ისე კანდიდატი ქვეყნების პრაქტიკა და გამოწვევები. განხილულ იქნა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სამართლის დაახლოების პროცესში არსებული პრობლემები და შესაძლო გადაწყვეტის გზები.

 

კონფერენციის მასალების გამოქვეყნება და აღნიშნული სერიის გაგრძელება სამომავლოდაც იგეგმება.

თარიღი: 23/06/2025